MUHTASAR İLMİHAL
162 ბაირამ ნამაზი ვისზეც ჯუმა ნამაზის ლოცვა ფარძია, მისთვის ბაირამ ნამაზი ვაჯიბია. ორი ბაირამ ნამაზი არსებობს: ერთი რამაზნის ბაირამ ნამაზი და მეორე ყურბან ბაირამ ნამაზი. ბაირამ ნამაზის ლოცვის დრო მზის ამოსვლიდან 45 წუთის შემდეგ იწყება. ბაირამ ნამაზი ორი რექაღათია. ჯემაღათით ილოცება. საბახნამაზის ფარძის მსგავსად ილოცება და ყოველ რექაღათზე დამატებით სამი თექბირი აიღება. სამი თექბირი პირველ რექაღათზე სუბხანექეს კითხვის შემდეგ - ფათიხას კითხვამდე, სამიც მეორე რექაღათზე ფათიხას და ზემმი სურას კითხვის შემდეგ - რუქუღის შესრულებამდე. ეს ექვსი თექბირი ვააჯიბია. ორი რუქუღის თექბირიც ვაჯიბ თექბირებთან ახლოსაა და ისიც ვააჯიბია. იფთითაჰ თექბირი (დასაწყისის თექბირი) ყველა სხვა ნამაზების მსგავსად ბაირამ ნამაზისთვისაც ფარძია. დანარჩენი თექბირები კი სუნნეთია. ბაირამ ნამაზის დროს, ხუთბე ნამაზის შემდეგ იკითხება. რამაზან ბაირამის ხუთბეზე ფითრის შესახებ, ყურბან ბაირამის ხუთბეზე კი ყურბნის შესახებ ვაიზი გაკეთდება. ყურბან ბაირამზე, არაფა დღის დილის ნამაზიდან დაწყებული ბაირამის მეოთხე დღეს იქინდი ნამაზამდე (სულ 23 ნამაზი) ფარძების შემდეგ ამ თექბირის კითხვა ვააჯიბია:
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=