MUHTASAR İLMİHAL

161 შემდეგ ოთხი რექათისგან შემდგარი ზუხრი ახირი 1 ნამაზი ილოცება. ნიეთი შემდეგნაირად კეთდება: ,,იარაბბი ნიეთს ვაკეთებ ზუხრი ახირი ნამაზის სალოცავად." ამგვარად ჯუმის პირობებიდან რომელიმე სრულყოფილად თუ არ შესრულდა და ჯუმა ნამაზი ყაბული არ გახდა, შუადღის ნამაზი ნალოცად ჩაითვლება. თუ ჯუმა ნამაზი ყაბული გახდა მაშინ ბოლოს გამოტოვებული შუადღის ნამაზის ფარძის ანაზღაურებად ჩაითვლება. შემდეგ შუადღის ნამაზის ბოლო სუნნეთის მსგავსადორი რექაღათი დროის სუნნეთი ილოცება. ნიეთი შემდეგნაირად კეთდება: ,,იარაბბი ნიეთს ვაკეთებ დროის სუნნეთის სალოცავად ელლააჰუ ექბერ“. მლოცველმა ჯუმა ნამაზის ფარძის შემდეგ თუ ეს 10 რექაღათი არ ილოცა და თუ პირობების ნაკლოვანების გამოც ჯუმა ნამაზი ყაბული არ გახდა, შუადღის ნამაზი ვალად დარჩება. ამიტომ ჯუმის ფარძის შემდეგ ეს ათი რექაღათი არავითარ შემთხევაში არ უნდა გამოვტოვოთ. 1  ზუხრი ახირი: პიროვნებაზე უკანასკნელად ვალად დარჩენილი შუადღის ნამაზი .

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=