MUHTASAR İLMİHAL
160 7. ნამაზზე წასასვლელად რაიმე ხელს არ უნდა უშლიდეს (მტრის შიშის, თავსხმა წვიმის, ქარბუქისა და სტიქიური მოვლენების დროს ფარძი არ არის). ჯუმა ნამაზის სიხხათის პირობა ექვსია: 1. ჯუმა ნამაზის სალოცავი ადგილი ცენტრი უნდა იყოს (ნებადართულ სოფლებშიც შეიძლება). 2. ჯუმა ნამაზი ხელმძღვანელმა, ან ხელმძღვანელობის მიერ დანიშნულმა იმამმა უნდა ალოცოს. 3. ჯუმა ნამაზის ლოცვა შუადღის ნამაზის დროს უნდა შესრულდეს. 4. ჯემაღათის წინაშე ხუთბე უნდა იქნას წაკითხული. 5. იმამის გარდა, არანაკლებ სამი მლოცველი უნდა იყოს. 6. ჯუმის სალოცავი ადგილი ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჯუმა ნამაზის ნიეთი და ლოცვა თავდაპირველადჯუმა ნამაზის ოთხი რექაღათი პირველი სუნნეთი ილოცება. ნიეთი შემდეგნაირადკეთდება: ,,იარაბბი ნიეთს ვაკეთებ ჯუმა ნამაზის სუნნეთის სალოცავად, ელლააჰუ ექბერ,“ ასეთნაირად სუნნეთი ილოცება. შემდეგ იმამის მიერ ნაკითხ ხუთბეს მოვისმენთ. შემდეგ ნიეთს გავაკეთებთ და იმამთან ერთად ორ რექაღათ ფარძს ვილოცავთ. ნიეთი შემდეგნაირია: ,,იარაბბი ნიეთს ვაკეთებ ჯუმა ნამაზის ფარძის სალოცავად, მივყვები იმამს." სელამის მიცემის შემდეგ, ნიეთს გავაკეთებთ ჯუმა ნამაზის ბოლო სუნნეთის სალოცავადდა პირველი სუნნეთის მსგავსად ოთხ რექაღათს ვილოცავთ.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=