MUHTASAR İLMİHAL

159 მიყოლებითსეჯდეს გააკეთებს. შემდეგდაჯდება ეთეხიათს, ელლაჰუმმე სალლი, ელლაჰუმმე ბარიქს და სხვა დუებს იკითხავს და სელამს მისცემს. ჯუმა ნამაზი ჯუმა ნამაზი პარსკევ დღეს, შუადღისას ჯემაღათით სალოცავი ფარძი ნამაზია. ხუთი დროის ნამაზის პირობებთან ერთად, ჯუმა ნამაზს ორი პირობა კიდევ აქვს: 1 - ვუჯუბის პირობა (ე.ი. რა პირობებშია სავალდებულო). 2 - სიხხათის პირობა (ე.ი. რა პირობების დაცვით იქნება მიღებული). ჯუმა ნამაზის ვუჯუბის პირობა შვიდია: 1. მამაკაცი უნდა იყოს (ქალი ან ორსქესიანი (ქალ-კაცა) არ უნდა იყოს). 2. თავისუფალიუნდა იყოს (ტყვეზე, მონაზე, პატიმარზე ჯუმა ნამაზი ფარძი არ არის). 3. მუყიმი უნდა იყოს (მგზავრისთვის, რომელიც 90 კმ- ზე მეტს მიდის ფარძი არ არის). 4. ჯანმრთელი უნდა იყოს (თუ იმდენად ავად იქნება, რომ სალოცავ ადგილამდე ვერ მივა, ფარძი არ არის). 5. მხედველობა უნდა ჰქონდეს (ბრმისთვის ფარძი არ არის) 6. ფეხები ჯანსაღი უნდა ჰქონდეს (პარალიზებულისთვის ფარძი არ არის)

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=