MUHTASAR İLMİHAL
158 სეჰივ სეჯდე (შეცდომის სეჯდე) სეჰივ სეჯდე ნამაზის ლოცვისას დავიწყებით, ან უყურადღებობით გამოწვეული ნაკლოვანების ან ზედმეტობის გამოსასწორებლად, ლოცვის ბოლოს გასაკეთებელი ვაჯიბი სეჯდეა. სეჰივ სეჯდე რისთვის კეთდება სეჰივ სეჯდე ნამაზის ლოცვისას რომელიმე ვაჯიბის გამოტოვების ან დაგვიანების, ფარძის კი მხოლოდ დაგვიანების შემთხვევაში კეთდება. ფარძის გამოტოვების შემთხვევაში სეჰივ სეჯდე არ არის საკმარისი, ნამაზის ხელმეორედ ლოცვაა საჭირო. ნამაზის სუნნეთებიდან რომელიმეს გამოტოვების შემთხვევაში სეჰივ სეჯდე არ საჭიროებს. თუ მლოცველი ხმადაბლა კითხვის ნაცვლად ხმამაღლა იკითხავს, ვითირ ნამაზის დროს ყუნუთს გამოტოვებს, ან ოთხ რექაღათიანი ნამაზის დროს დაავიწყდება და მეორე რექაღათის ბოლოს არ დაჯდება, შეცდომის სეჯდეს გააკეთებს. ასეთნაირად ნაკლოვანება სრულყოფილი გახდება და შეცდომა გამოსწორდება. როგორ კეთდება სეჰივ სეჯდე დაშვებული შეცდომის გამო, როდესაც სეჰივ სეჯდეს გაკეთება გახდება საჭირო, მარტოდ მლოცველი ეთთეხიათის წაკითხვის შემდეგ ორივე მხარეს სელამს მისცემს და ორჯერ მიყოლებით სეჯდეს გააკეთებს, იმამი მხოლოდ მარჯვენა მხარეს სელამს მისცემს და ორჯერ
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=