MUHTASAR İLMİHAL

156 დაჯდება, ეთთეხიათუ, ელლაჰუმმე სალლი, ელლაჰუმმე ბარიქ, რაბბენა ათინა და მსგავს დუებს იკითხავს და სელამს მისცემს. ფარძის შემდეგ, საღამოს ნამაზის სუნნეთის სალოცავად გულით ნიეთს გააკეთებს და დილის ნამაზის სუნნეთის მსგავსად ორ რექაღათ სუნნეთს ილოცავს. 5 - იასი ნამაზი იასი ნამაზის პირველი სუნნეთი იქინდი ნამაზის სუნნეთის მსგავსად ილოცება. შემდეგ მლოცველი, ყამეთს იკითხავს და შუადღის ნამაზის ფარძის მსგავსადოთხ მუხლ ფარძს ილოცავს. ფარძის შემდეგ, იასი ნამაზის ორი მუხლი ბოლო სუნნეთი ისე ილოცება, როგორც დილის ნამაზის ორი მუხლი სუნნეთი. განსხვავება მხოლოდ ნიეთებშია. ვითირ ნამაზი ვითირ ნამაზის ლოცვა ვაჯიბია. იასი ნამაზის შემდეგ ილოცება, სამი რექაღათია და ყოველ რექაღათზე ფათიხას შემდეგ ზემი სურა იკითხება. ვითირ ნამაზი შემდეგნაირად ილოცება: მლოცველი ჯერ გულით ნიეთს გააკეთებს ("იარაბბი ნიეთს ვაკეთებ, შენი კმაყოფილებისათვის ვითირ ნამაზის სალოცავად. ელლააჰუ ექბერ“). თექბირს აიღებს და საბახნამაზის სუნნეთის მსგავსად ორ რექაღათს ილოცავს. დაჯდება, მხოლოდ ეთთეხიათს იკითხავს და ელლააჰუ ექბერ თქმით მესამე რექაღათზე ადგება. ბისმილით ფათიხას და ზემი სურას კითხვის შემდეგ რუქუღზე წაუსვლელად ხელებს ჩამოუშვებს და ელლააჰუ ექბერ თქმით თექბირს აიღებს. შემდეგ ხელებს შეკრავს და ყუნუთის დუებს იკითხავს. (ყუნუთის დუები წინა გვერდებშია მოცემული). შემდეგ ხელებს ჩამოუშვებს

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=