MUHTASAR İLMİHAL

154 ხუთი დროის ნამაზის ლოცვა 1 - დილის ნამაზი დილის ნამაზიორირექაღათისუნნეთიდაორირექაღათი ფარძისგან შედგება. ჯერ სუნნეთი შემდეგ ფარძი ილოცება. ნამაზის მლოცველი, აბდესიანი ყიბლის მიმართულებით დადგება და გულით დილის ნამაზის სუნნეთის ლოცვის ნიეთს გააკეთებს. ჯერ ორ რექაღათ სუნნეთს ილოცავს. შემდეგ ყამეთს იკითხავს, დილის ნამაზის ფარძის ლოცვის ნიეთს გააკეთებს და ორ რექაღათ ფარძს ილოცავს. ქალები არცერთ ნამაზზე ყამეთს არ კითხულობენ. დილის ნამაზის ფარძის დროს ფათიხას შემდეგ გრძელი ლოცვის თავების კითხვა სუნნეთია. სელამის მიცემის შემდეგ ყველა ნამაზის დაბოლოება ერთნაირია. 2 - შუადღის ნამაზი შუადღის ნამაზის პირველი სუნნეთი 4 რექაღათია. მლოცველი, ჯერ გულით შუადღის ნამაზის პირველი სუნნეთის ლოცვის ნიეთს გააკეთებს, როგორც დილის ნამაზის სუნნეთი, ისეთნაირად ჯერ ორ რექაღათ სუნნეთს ილოცავს, დაჯდება და ეთთეხიათის კითხვის შემდეგ ადგება. ორ რექაღათს კიდევ ილოცავს, დაჯდება ეთთეხიათუ, ელლაჰუმმე სალლი, ელლაჰუმმე ბარიქ და დანარჩენ დუებს იკითხავს და სელამს მისცემს. შუადღის ნამაზის ფარძიც, სუნნეთის მსგავსად ილოცება. თუმცა ფარძის წინ მამაკაცები ჯერ ყამეთს იკითხავენ (ქალები ყამეთს არ კითხულობენ). მლოცველი, გულით შუადღის ნამაზის ფარძის ლოცვის ნიეთს გააკეთებს. სამ და ოთხ რექაღათიანი ფარძების მესამე და მეოთხე რექაღათებზე მხოლოდ ფათიხა იკითხება, დამატებით აიეთი ან ზემი სურე არ იკითხება.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=