MUHTASAR İLMİHAL
133 (სურათი 5) ქალები წელში ცოტათი იხრებიან (სურათი 6). რუქუღისას არანაკლებ სამჯერ ,,სუბხანე რაბბიელ ღაზიმ“ ითქმება. რუქუღის დროს მლოცველი თვალებით ფეხის თითებსუნდაუყურებდეს.შემდეგ,რუქუღიდანგასწორებისას ,,სემიღელლაჰუ ლი მენ ხამიდეჰ“ იტყვის, წელში გამართულ მდგომარეობაში კი ,,რაბბენაა ლექელ ხამდ“ იტყვის. შემდეგ ,,ელლააჰუ ექბერ“ თქმით სეჯდეზე წავა. სეჯდეზე ჯერ მუხლებით, შემდეგ ხელებით და შემდეგ ცხვირითა და შუბლით შეეხება ძირს. (ცხვირითდა შუბლით ძირის სიმაგრე უნდა იგრძნობოდეს). ხელის და ფეხის თითები ყიბლისკენ უნდა იყოს მიმართული. კაცები სეჯდეს დროს იდაყვებს მაღლა და გვერდით იჭერენ. ფეხის თითები ყიბლისკენ შებრუნებულია (სურათი 7) ქალები სეჯდეს დროს, ხელებს იდაყვებთან ერთად ძირს დებენ და მკლავები ფერდებზე აქვთ მიკრული. ფეხის ტერფის ზედა ნაწილს დებენ ძირს (სურათი 8). სეჯდეს დროს სამჯერ „სუბხანე რაბბიელ ეღლა“-ს იტყვის. შემდეგ ,,ელლააჰუ ექბერ“ თქმით სეჯდედან გაიმართება. ერთხელ ,,სუბხაანელლაჰ“ თქმის ტოლი დროით მუხლებზე დაჯდება. ისევ ,,ელლააჰუ ექბერ“ იტყვის და მეორე სეჯდეს გააკეთებს. ასევე სამჯერ ,,სუბხანე რაბბიელ ეღლა“ს იტყვის. ისევ ,,ელლააჰუ ექბერ“ თქმით მეორე რექაღათზე ადგება. ხელებს ისევ შეიკრავს. ბისმილით ფათიხას და ერთ სურას ან გრძელაიათს იკითხავს. შემდეგ როგორც პირველირექაღათის დროს, რუქუღს და სეჯდეს შეასრულებს. მეორე სეჯდეს შემდეგ მარცხენა ფეხის ტერფზე დაჯდება, მარჯვენა ფეხის ტერფი კი გამართულია და თითები ყიბლისკენაა მიმართული (სურათი 9). ქალები ორივე ფეხს მარჯვნივ განალაგებენ და ძირს ზიან (სურათი 10). ეთთეხიათს, საალლი ბარიქს, შემდეგ რაბბენა ათინა, რაბბენეღფირლი დუებსაც იკითხავს. შემდეგ თავს მარჯვნივ მიაბრუნებს, მხარს შეხედავს და იტყვის: ,,ესსელაამუ ღალეიქუმ ვე რახმეთულლაჰ“ (სურათი 11-12). შემდეგ იგივეს მარცხვნივ გაიმეორებს (სურათი 13-14). ამით სუნნეთი დასრულდება.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=