MUHTASAR İLMİHAL

132 როგორ ილოცება ნამაზი? პიროვნებამ რომელმაც ნამაზი უნდა ილოცოს, უნდა დაუკვირდეს სხეულზე, ტანისამოსზე და ნამაზის სალოცავ ადგილზე ნამაზის ლოცვისათვის ხელის შემშლელი სიბინძურე არ იყოს. აბდესი უნდა აიღოს და ყიბლის მიმართულებით უნდა დადგეს. არ იფიქრებს ამქვეყნიურ არაფერზე, წარმოიდგენს, რომ დგას ელლაჰუ თეღალას წინაშე და გააკეთებს გულით ნიეთს: მაგ: თუ დილის ნამაზის სუნნეთი უნდა ილოცოს, იტყვის ’’იარაბბი ნიეთს ვაკეთებ შენი კმაყოფილებისათვის დღევანდელი დილის ნამაზის სუნნეთის სალოცავად“. თუ ფარძი უნდა ილოცოს, იტყვის: ’’დილის ნამაზის ფარძის სალოცავად“, თუ ნაფილე ნამაზია: ’’იარაბბი ნიეთს ვაკეთებ ნაფილე ნამაზის სალოცავად“ დავდექ ყიბლისკენ. შემდეგ აიღებს ხელებს ხელის გულით ყიბლისკენ, ცერა თითებით შეეხება ყურის ბიბილოებს (სურათი 1.) ხელების აღებით იტყვის ’’ელლააჰუ ექბერ“ (იფთითახ თექბირი), ქალები ხელის თითების წვეროებს მხრებს გაუსწორებენ (სურათი 2). შემდეგ მარცხენა ხელს დაიდებს ჭიპის ქვევით და მარჯვენა ხელის ცერით და ნეკით მაჯაზე შეიკრავს (სურათი 3), ქალები მარჯვენა ხელს ზევიდან, მარცხენას ქვევიდან მკერდზე დაიდებენ. თვალებით სეჯდეს ადგილს უყურებენ (სურათი 4). ხელების შეკვრის შემდეგ ’’სუბხანეს“და ეღუზუბისმილით ფათიხას სურას იკითხავს. შემდეგ ’’აამიინ“ იტყვის. შემდეგ ერთ სურას, ან სურას ტოლ არანაკლებ ერთ აიათს იკითხავს. შემდეგ ხელებS ჩამოუშვებს, თან ’’ელლააჰუ ექბერ“ იტყვის და რუქუღს გააკეთებს, რუქუღის დროს კაცები წელში მართკუთხად (90 გრადუსით) იხრებიან, თავი და ზურგი სწორადუჭირავთ. გაშლილითითებითმუხლებს ეყრდნობიან

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=