MUHTASAR İLMİHAL
130 51. რომელიმე სულიერის გასავლელ ადგილზე, რაიმე საგნის აღმართვის გარეშე ნამაზის ლოცვა; 52. რაღაცის დაყნოსვა; 53. სხვის გასაგონადაც, რომ არ იყოს, შებერვა (გასაგონად თუ შეუბერავს ნამაზი მოიშლება); 54. თავზე რაღაცის წაკვრის შემთხვევაში, თავის ზედაპირის ღიად დატოვება; 55. ცხვირ-პირის შეხვევით ლოცვა; 56. მეორედ ჯემაღათის შედგომის შემთხვევაში, იმამის მიერ იმავე ადგილზე (მიხრაბზე) ლოცვა. ნამაზის მომშლელი ფაქტორები 1. ლაპარაკი, ან თავის გასაგონად სიცილი. თუ გვერდით მდგომის გასაგონად გაიცინებს, ნამაზთან ერთად აბდესიც მოიშლება; 2. „ააჰ“ თქმა, კვნესა; 3. ტირილი. (თუ ტირილი გამოწვეულია ჯენნეთის ან ჯეჰენნემის გაგონების მიზეზით, ან ღმერთის შიშით, ნამაზი არ მოიშლება); 4. უმიზეზოდ დახველება ან ყელის გაწმენდა; 5. კევის ღეჭვა; 6. ერთ მდგომარეობაში სამჯერ ბეწვის მოწყვეტა;
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=