MUHTASAR İLMİHAL
126 13. თუ მარტოა, სელამის მიცემისას ქირაამენ ქაათიბიინ (დამწერ) და ხაფაზა (დამცავ) მელაიქებზე სელამის მიცემაზე ნიეთი. 14. ნამაზის დროს რაც შეიძლება დახველებისგან თავის შეკავება. ნამაზის მექრუჰები 1. ნამაზის ლოცვისას იქეთაქეთ ცქერა; 2. ტანსაცმლით ან სხვა რაღაცით თამაში; 3. არასაპატიო მიზეზით თითის გატკაცუნება; 4. სეჯდეს ადგილიდან ლოცვისას ქვების აღება; 5. ლოცვისას დოინჯის გაკეთება; 6. ერთი ადგილის ერთხელ ან ორჯერ მოფხანა; 7. ლოცვისას უმიზეზოდ ფეხების შემოკეცვა; 8. ადამიანის სახის პირდაპირ ლოცვა; 9. ცეცხლის (გავარვალებული ნაკვერჩხლის) პირდაპირ ლოცვა; 10. სულიერი ნახატის (სურათის) ზედ სეჯდეს გაკეთება. სურათიანი ტანსაცმლით ნამაზის ლოცვა; 11. ზმორება; 12. დამთქნარება;
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=