MUHTASAR İLMİHAL
125 ნამაზში მოწონებული ქცევები 1. მუეზინის მიერ ყაამეთის კითხვისას, „ხაიიაღალელ ფელახ“ თქმისას ფეხზე ადგომა; 2. იფთითახ თექბირის დროს ცერა თითით ყურის ბიბილოებზე შეხება; 3. ყიამის დროს სეჯდეს ადგილზე შეხედვა; 4. რუქუღის დროს ფეხის თითებზე შეხედვა; 5. რუქუღისა და სეჯდეს თესბიხების ხუთჯერ ან შვიდჯერ თქმა (კითხვა); 6. სეჯდეს დროს შუბლზე ადრე ცხვირით ძირს შეხება; 7. სეჯდეს დროს ცხვირის ორივე მხარეს შეხედვა; 8. სელამის მიცემისას მხრებზე შეხედვა; 9. დამთქნარებისას მარჯვენა ხელის გულის ან ზურგის, ან მარცხენა ხელის ზურგის პირზე მიფარება; 10. შესაძლებლობის შემთხვევაში კარგი და სუფთა ტანსაცმლით ნამაზის ლოცვა; 11. მარჯვნივ სელამის მიცემისას, მარჯვნივ მყოფ ჯემაღათზე და მელააიქებზე სელამის მიცემაზე გულით ნიეთი; 12. მარცხნივ სელამის მიცემისას, მარცხნივ მყოფ ჯემაღათზე და მელაააიქებზე სელამის მიცემაზე გულით ნიეთი;
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=