MUHTASAR İLMİHAL

123 ნამაზის სუნნეთები 1. ეზნის კითხვა; 2. ლოცვის დაწყებისას, პირველ თექბირზე კაცების მიერ ცერა თითების ყურებამდე, ქალების მიერ მხრებამდე აწევა. ამ დროს ცერის გარდა თითები შეერთებულია და ხელის გულები ყიბლისკენაა მიმართული; 3. თექბირის შემდეგ ხელების შეკვრა; (ქალები მარჯვენა ხელს მარცხენა ხელის ზემოდან, მკერდზე დაიდებენ. კაცები მარცხენა ხელზე მარჯვენა ხელის ცერა და ნეკა თითით რკალს გააკეთებენ და ჭიპის ქვემოთ მუცელზე დაიდებენ); 4. სუბხანეს კითხვა; 5. ეღუზუ ბისმილის თქმა; 6. ყველა რექაღათზე (მუხლზე) ფათიხას კითხვამდე ბისმილის თქმა; 7. ფათიხას შემდეგ „აამიინ“ თქმა; 8. სამ და ოთხ მუხლიანი ფარძების ლოცვისას მესამე და მეოთხე მუხლზე ფათიხას კითხვა; 9. რუქუღზე და სეჯდეზე ჩასვლისას და ადგომისას თექბირის - (ელლაჰუ ექბერ) თქმა; 10. რუქუღის დროს კაცების მიერ ხელის თითების განცალკევებული მდგომარეობით მუხლებზე დადება (ზურგი და თავი სწორად არის. ქალები წელში ცოტათი იხრებიან და შეერთებული თითებით ეხებიან მუხლებს);

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=