MUHTASAR İLMİHAL
122 6. თაადილი ერქანზე ყურადღების გამახვილება. ე.ი. ყიამის, რუქუღის და სეჯდეს მსგავსი რუქუნების (მოქმედების) მშვიდად და აუჩქარებლად შესრულება. მაგ: რუქუღიდან სრულად გასწორება, გამართულ მდგომარეობაში „სუბხაანელლააჰილ ღაზიიმ“ თქმის ტოლი დროით გაჩერება და შემდეგ სეჯდეზე წასვლაა საჭირო. სეჯდეებს შორისაც ანალოგიური დროით გაჩერებაა საჭირო. 7. დაჯდომისას ეთთეხიათის კითხვა. 8. ნამაზის ბოლოს სელამის მიცემა. 9. შუადღის და იქინდი ნამაზების ფარძებისას ფათიხას და სხვა სურეების ხმადაბლა კითხვა. 10. დილის ნამაზის, საღამოს ნამაზის, იასინამაზის ფარძებისას, ჯუმა და ბაირამ ნამაზების ლოცვისას იმამის მიერ ფაათიხას და სურეების ხმამაღლა კითვა. 11. სამ და ოთხ რექაღათიანი ნამაზებისას, პირველი ორი მუხლის შემდეგ (ეთთეხიათის კითხვის ტოლი დროით) დაჯდომა. 12. სურამდე ან აიათამდე პირველად ფათიხას კითხვა. 13. ნამაზის ლოცვისას შეცდომით გამოტოვებული ვაჯიბების გამო სეჰივ სეჯდეს გაკეთება. 14. ვითირ ნამაზისას ყუნუთის კითხვა. 15. სეჯდეს დროს შუბლთან ერთად ცხვირითაც ძირს შეხება.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=