MUHTASAR İLMİHAL
120 რუქუღი ნამაზის შიგნითა ფარძებიდან მეოთხე რუქუღია. რუქუღი ნამაზის ლოცვისას ყიამისა (ფეხზე დგომის) და ყირაათის (ფათიხასა და ზემმი სურას კითხვის) შემდეგ, წელში მართკუთხად (90 გრადუსით) მოხრა და თავის, ზურგის გასწვრივ სწორად დაჭერაა. რუქუღის დროს მამაკაცები ხელის თითების გაშლილი მდგომარეობით მუხლებზე ეყრდნობიან, ქალები კი შეერთებული თითებით ხელებს მუხლებზე დაიდებენ. რუქუღის დროს ფეხის თითებს უნდა ვუყუროთ. მჯდომარე მდგომარეობაში ნამაზის მლოცველმა რუქუღის დროს თავი მუხლებამდე უნდა დაიტანოს. (რუქუღის დროს სამჯერ „სუბხანე რაბბიელ ღაზიიმ“ თქმა სუნნეთია.) სეჯდე ნამაზის შიგნითა ფარძებიდან მეხუთე სეჯდეა. სეჯდე რუქუღიდან გასწორების შემდეგ შუბლის, ცხვირის, ფეხის თითის წვერების, მუხლებისა და ხელების ე.ი. შვიდი ორგანოს ძირს დადებაა. სეჯდეში თვალები ცხვირის ორივე მხარეს უყურებს, ხელები გაშლილი თითებითპირისახისორივე მხარეს, ყიბლისკენ მიმართული ძირს დაიდება.(სეჯდეს დროს სამჯერ „სუბხანე რაბბიელ ეღლა“ თქმა სუნნეთია.)
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=