MUHTASAR İLMİHAL

102 ყიამი (ფეხზე დგომა) ნამაზის შიგნითა ფარძებიდან მეორე ყიამი, ე.ი. ფეხზე დგომაა. ფეხზე დგომა ფარძი და ვაჯიბი ნამაზებისთვის აუცილებელია. თუ საპატიო მიზეზით მლოცველს ფეხზე დგომა არ შეუძლია, დამჯდარი ან დაწოლილიც ნამაზი ილოცვება, ვისაც ფეხზე დგომის შესაძლებლობა აქვსმისთვის დამჯდარი ლოცვა დაუშვებელია. ყირაათი (ყურანის კითხვა) ნამაზის შიგნითა ფარძებიდან მესამე ყირაათია. ესეც მლოცველის თავის გასაგონად ყურანის აიეთების კითხვაა. იკითხება არანაკლებ სამი პატარა აიეთი, ან სამი აიეთის ტოლი ერთი დიდი აიეთი. ყურანის კითხვა ვითრისა და ნაფილე ნამაზების და ორ რექაღათიანი (მუხლიანი) ფარძების ყველა რექაღათზე ფარძია. ოთხ რექაღათიან ფარძი ნამაზების დროს კი მხოლოდ ორ რექაღათზეა ფარძი.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=