MUHTASAR İLMİHAL
101 ხზ. იმამი რაბბანი ბრძანებს: “ადამიანთა უმრავლესობა ნიეთს მხოლოდ ენით აკეთებს და გულით არა. ასეთნაირად ნამაზის ფარძებიდან ერთერთი, გულით ნიეთი არ სრულდება და ნამაზი მიღებული არ არის. შესაბამისად, ნიეთი გულით უნდა გაკეთდეს." (მექთუბაათი, პირველი ტომი, 186-ე წერილი) ფარძი ნამაზების, ბაირამის და ვითრი ნამაზებისთვის ნიეთის გაკეთებისას, რომელ ნამაზსაც ლოცულობს აღნიშვნა საჭიროა. ნაფილე ნამაზების დროს მხოლოდ ნამაზის ნიეთი საკმარისია. ნამაზის შიგნითა ფარძები ნამაზის შიგნითა ფარძები ექვსია: 1) იფთითახ თექბირი; 4) რუქუღი; 2) ყიამი; 5) სეჯდე; 3) ყირაათი; 6) ყაადეი აახირე. იფთითახ თექბირი (ელლაჰუ ექბერ თქმით დაწყება) ნამაზის შიგნითა ფარძებიდან პირველი იფთითახ თექბირი, ე.ი. ნამაზის ’’ელლააჰუ ექბერ“ თქმით დაწყებაა. თექბირის დაწყებისას სიტყვის პირველი მარცვალი გაგრძელებით (ანუ ააალლაჰუ) არ უნდა ვთქვათ. ამის გამკეთებელი ნამაზის დამწყებად არ ითვლება და თუ ნამაზის ლოცვისას იტყვის, ნამაზი მოეშლება. ე.ი. უნდა თქვას ,,ელლააჰუ ექბერ’’ და არა ,,ააელლაჰუ ექბერ’’.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=