MUHTASAR İLMİHAL

99 მნიშვნელობა: ელლაჰუ თეღალა უდიდესია, მოწმე ვარ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, მოწმე ვარ, რომ მუხამმედი ალლაჰის რესულია ( მოციქულია ) , მოდით ნამაზზე (ლოცვაზე), მოდით ფელახზე (გადარჩენაზე), ელლაჰუ თეღალა უდიდესია, არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა. დილის ნამაზის ეზნის კითხვისას ხაია ღალელფელაახის შემდეგ ორჯერ „ესსელაათუ ხაირუნ მინენ ნევმ“, (ნამაზი ძილზე ხეირიანია) ითქმება. ყამეთიც ეზნის მსგავსია, მაგრამ ხაია ღალელფელაახის შემდეგ „ყედყაამეთისსალააჰ“ (ნამაზი დაიწყო) ითქმება. სახლში, ან გარეთ ნამაზისათვის თან ეზნის, თან ყამეთის კითხვა უკეთესია. ნამაზის დროის შესვლამდე ეზანი არ იკითხება. ეზანი დროის კი არა, ნამაზის სუნნეთია. ამიტომ გავლილი ნამაზებისთვის ეზნისა და ყაამეთის კითხვაც სუნნეთია. უცოდინრებისა და ფაასიყების (აშკარად ცოდვების ჩამდენის) მიერ ეზნის კითხვა მექრუჰია. ბავშვი რომელიც კარგსა და ცუდს, სწორსა და არასწორს გაარჩევს, ეზნის კითხვა შეუძლია. ქალების მიერ ეზნისა და ყამეთის კითხვა მექრუჰია. ეზნისა და ყამეთის კითხვის დროს, წინადადებების ბოლოში არსებული ბგერები ჯეზიმით უნდა ვიკითხოთ. ეზნის კითხვისას მსმენელმა თექბირები და შეჰადეთი უნდა გაიმეოროს, ყურადღებით უნდა მოისმინოს და დასრულების შემდეგ, შემდეგი დუა იკითხოს:

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=